Home Sitemap Contact
GEOENGRUS
 


                                                                                             
    პერლიტი - (ფრანგ. პერლიტე, პერლე — მარგალიტი) — ვულკანური წარმოშობის მთის ქანი.
ლავას დინების ნაპირზე, მაგმატიური ნადნობების დედამიწის ზედაპირთან  პირველადი ურთიერთშეხების ადგილებში, ლავას სწრაფი გაციების შედეგად ფორმირდება ვულკანური მინა- ობსიდიანი. შემდგომში მიწისქვეშა წყლები ჩადის ობსიდიანში და ხდება მისი ჰიდრაცია და ობსიდიანის ჰიდროქსიდის - პერლიტის  წარმოქმნა.
    პერლიტი – არაბოჭკოვანი მასალაა, ის უვნებელია ადამიანისთვის, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და კანის გაღიზიანებას, არ ავნებს შენობის კლიმატს. პერლიტთან მუშაობა ძალიან მარტივია კადლების და კუთხეების მალების ამოვსება უაღრესად ადვილია. ეს მასალა არ იწვის და არ ლპება, ბიომდგრადი და ქიმიურად ინერტილია (PH=6.5±7). პერლიტის ასეთმა უნიკალურმა თვისებებმა  განაპირობა მისი საკმაოდ ფართო გამოყენება სამშენებლო ინდუსტრიაში.
პერლიტისთვის დამახასიათებელია წვრილი კონცენტრიულად-გარსოვანი ცალკეულობა (პერლიტისებრივი სტრუქტურა), რის მიხედვითაც ის იშლება მომრგვალო ბირთვებზე (პერლებზე), რომლებიც გვაგონებს მარგალიტებს, მათი მახასიათებელი ბრწყინვით.  სხვა ვულკანური ქანებისგან პერლიტი განსხვავდება ბმული ცყლის შემცველობით (1% მეტი). ფოროვნობა შეიძლება შეადგენდეს 8-40%-ს.
პერლიტი შეიძლება იყოს შავი, მწვანე, წითური, ყავისფერი და თეთრი ფერების სხვადასხვა ელფერის.
პერლიტის ნაირსახეობა: ობსიდიანური (ობსიდიანის ნარევებით), სფეროლუტური (მინდვრის შპატის ნარევებით), ქარვისებრი (შემადგენლობით ერთგვაროვანი), მინისებრი  და სხვა.
აგებულების მიხედვით განასხვავებენ მასიურ, ზოლებიან, ბრექჩიისებურ, პემზისებრი პერლიტებს. პერლიტის ნედლეული მოიპოვება ღია კარიერზე, რის შემდეგაც მიდის მისი დამსხვრევა და ფრაქციონირება. მიღებული ნაწარმი მზადაა სავაჭრო ბაზარზე გასატანად ნაწილაკების ზომებით 3.0-0.14 მმ. პერლიტის ნედლეულის ეს სახეობა შემდგომში ექვემდებარება აფუებას. პერლიტი ყველაზე მრავალმიზნობრივი-უნივერსალური მასალაა.                                              
                                                                                                       .


Copyright © 2014 Perlite. All Rights Reserved   Created By: Pro-Service